Accentnews.ge
აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქის მერად ულტრამემარჯვენე პარტიის კანდიდატი აირჩიეს

აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქის მერად ულტრამემარჯვენე პარტიის კანდიდატი აირჩიეს

18/12/2023 07:35:07 მსოფლიო

ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) კანდიდატი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ პირნას მერად აირჩიეს, რაც როგორც АР აღნიშნავს, პარტიის ახალი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ოფიციალურმა შედეგებმა აჩვენა, რომ ტიმ ლოხნერმა, რომელიც არ არის "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრი, მაგრამ მისი სიით იყრიდა კენჭს, არჩევნების მეორე ტურში ხმების 38,5% მიიღო.

გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და კონსერვატიული პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ კანდიდატებმა, შესაბამისად, 31.4% და 30.1% მიიღეს.

ლოხნერის გამარჯვება პირნაში, ქალაქში, სადაც დაახლოებით 40,000 ადამიანი ცხოვრობს საქსონიის დედაქალაქ დრეზდენსა და ჩეხეთის საზღვარს შორის, არის პირველი შემთხვევა, როდესაც AfD–ის კანდიდატი აირჩიეს მნიშვნელოვანი ქალაქის მერად.

გერმანიაში AfD-დან პირველი მერი აგვისტოში აირჩიეს მეზობელ აღმოსავლეთ საქსონია-ანჰალტში მდებარე რაგუნ-ჯესნიცის მუნიციპალიტეტში. ეს მას შემდეგ, რაც მეზობელი ტურინგიის ზონებერგის რაიონმა აირჩია ხელმძღვანელად რობერტ სესელმანი "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიიდან ივნისში.

AfD წარმატებას აღწევს მომავალ სექტემბერში საქსონიაში, ტურინგასა და ბრანდენბურგში გამართული შტატის არჩევნების წინ, რომელშიც პოლიტიკური ძალა იმედოვნებს, რომ პირველად გამოჩნდება უძლიერეს პარტიად. ბოლო ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტია მეორე ადგილზეა 20%–ით და მზარდია მხარდაჭერა, რადგან იზრდება უკმაყოფილება კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიული მთავრობის მიმართ.

ქალაქი პირნა მდებარეობს იმ საარჩევნო ოლქში, რომელმაც აირჩია AfD-ის კანდიდატები პარლამენტში გერმანიის ბოლო ორ ეროვნულ არჩევნებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S