მედია: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საჰაერო ბაზაზე შეტევა განახროციელა
18/12/2023 05:15:51 მსოფლიო
17 დეკემბერს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საჰაერო ბაზაზე შეტევა განახროციელა, – იუწყებიან კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსულენოვანი ტელეგრამ–არხები და გამოცემა Astra Press.
ისინი ტელეგრამ–არხებზე აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც, როგორც იუწყებიან, დრონები დაფრინავს ქალაქ მოროზოვსკის თავზე. ამ ადგილებში მოქმედებს საჰაერო ბაზა, სადაც განთავსებულია რუსეთის 559-ე საავიაციო დანაყოფი და Su-24-ის, Su-24M-ისა და Su-34-ის ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც უკრაინის სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ.
რუსეთის როსტოვის რეგიონის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი საჰაერო ბაზას არ ახსენებს, თუმცა ამბობს, რომ დრონებით "მასშტაბური იერიში" განხორციელდა მოროზოვსკისა და სხვა ქალაქის სიახლოვეს. გუბერნატორის თქმით, დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.


