Accentnews.ge
დანია ავიაბილეთებზე "მწვანე გადასახადს" დააწესებს

დანია ავიაბილეთებზე "მწვანე გადასახადს" დააწესებს

15/12/2023 19:49:44 მსოფლიო

დანიის მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა 2025 წლიდან ავიაბილეთებზე "მწვანე გადასახადის" ეტაპობრივი შემოღების შესახებ, რომელიც შექმნილია ფრენებით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზიანის კომპენსირებისთვის.

ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ავიაფრენებისთვის გადასახადი დანიაში ეტაპობრივად დაინერგება 2025 წლიდან 2030 წლამდე, ამ პერიოდში ის 9.4 ევროდან 13.4 ევრომდე გაიზრდება. ეს არის საშუალო გადასახადი, ხოლო ფაქტობრივი გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ფრენის ხანგრძლივობით. მაგალითად, 2030 წლიდან დანია გადასახადის სახით 50 კრონის გადახდას დააკისრებს შიდა ან ევროკავშირის ფარგლებში ფრენისთვის, ხოლო მის ფარგლებს გარეთ – 310 და 410 კრონს საშუალო და შორი მანძილის მიხედვით.

"მწვანე გადასახადიდან" მიღებული თანხები, სხვა საკითხებთან ერთად, მოხმარდება დანიის შიდა ავიაციის ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლის დაფინანსებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S