Accentnews.ge
"ჩემი მობილურის ნომერი არ შეცვლილა" – მაკრონი პუტინს პასუხობს

"ჩემი მობილურის ნომერი არ შეცვლილა" – მაკრონი პუტინს პასუხობს

15/12/2023 19:40:27 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა, რომ ის კვლავ განიხილავს მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუ ეს ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის დამყარებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის. იუწყება AR. მაკრონის ამ პოზიციამ გაიჟღერა მას შემდეგ, რაც პუტინმა ხუთშაბათს დაიჩივლა საფრანგეთთან „ურთიერთობის შეწყვეტის“ შესახებ.

ჟურნალისტებთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კვლავ ღიაა პუტინთან დიალოგისთვის, რათა მოძებნოს მშვიდობიანი გადაწყვეტა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის, თუ რუსეთის ლიდერი მას მიმართავს.

„მე არ დამიწყია ომი ცალმხრივ რეჟიმში, იმ ხელშეკრულებების დარღვევით, რომელზეც შევთანხმდით. და ეს საფრანგეთს არ გადაუწყვტია, ჩაედინა სამხედრო დანაშაულები ჩრდილოეთ უკრაინაში და გაეხადა მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეუძლებელი“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, "კეთილი, სერიოზულები უნდა ვიყოთ, ამიტომ, ძალიან მარტივი პოზიცია მაქვს – ჩემი მობილურის ნომერი არ შეცვლილა".

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი მოულოდნელად გამოთქვამს სურვილს, დაიწყოს დიალოგი სერიოზული წინადადებებით, პარიზი მზად არის, ამას ხელი შეუწყოს:

„თუ პრეზიდენტ პუტინს აქვს მზადყოფნა დიალოგისთვის და სერიოზული წინადადებები წინ წასვლის, კონფლიქტის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, შესაბამისა,დ უკრაინის ინტერესებსა და სუვერენიტეტს, მე მივიღებ ამ მოწოდებას“– განმარტა მან.

პუტინმა 14 დეკემბერს განაცხადა: "რაღაც მომენტში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა. ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, მე – არა, მან გააკეთა. თუ არის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ. თუ არა, ჩვენ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ამას. ჩვენ სხვა საქმეები გვაქვს."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S