Accentnews.ge
რუსულ რეგიონზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსულ რეგიონზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან

15/12/2023 18:07:53 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ხელისუფლებამ დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა.

„ამ დროისთვის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოგდებული“, - ამტკიცებს რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.

უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გამოაცხადა და თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა.

მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ–არხები კურსკში აფეთქებების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდნენ. ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერ არ დასტურდება.

მანამდე ჩერნომორსკოესა და მეჟვოდნოეს შორის აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ ადგილობრივები.

უკრაინასთან ომის წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის რეგიონებზე დრონებით თავდასხმების შესახებ. რუსეთის ფედერაციის რეგიონული ხელისუფლება ძირითადად ამტკიცებს, რომ თავდასხმები უკრაინული მხრიდან მომდინარეობს. კიევი ამ შეტყობინებებზე კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S