Accentnews.ge
გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლებზეც აისახება

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლებზეც აისახება

15/12/2023 17:56:31 მსოფლიო

გერმანიის ფედერალურმა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ, წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფილ იქნას.

გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის.

გერმანიის ფედერალური საბჭოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გამოყენებულ იქნას ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S