Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა მარინკაში რუსული არმიის მიზნებზე საუბრობს

ბრიტანული დაზვერვა მარინკაში რუსული არმიის მიზნებზე საუბრობს

15/12/2023 17:37:53 მსოფლიო

რუსი სამხედროები დონეცკის რეგიონში მარინკას ხელში ჩაგდებას „დასავლეთით კურახოვოსკენ შემდგომი წინსვლისთვის ცდილობენ, მაგრამ გარღვევა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „მძიმე ბრძოლები განადგურებულ ქალაქ მარინკასა და მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლისთვის გრძელდება“.

რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მცირე სექტორები, რომლებიც რჩება ქალაქში, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

ბრიტანული დაზვერვის ხედვით, რუსეთის ერთ-ერთი ოპერატიული მიზანი ამ მხარეში, სავარაუდოდ, იქნება T0510 და H15 მაგისტრალების დაცვა დასავლეთით კურახოვოესკენ შემდგომი წინსვლისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S