უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის მიზანი დაასახელა
15/12/2023 17:10:39 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიზანი 2024 წლისთვის არის უკრაინაში იარაღის წარმოების ლოკალიზაცია, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა კიევში სამხედრო მრეწველობის შესახებ ბრიტანულ-უკრაინის კონფერენციაზე.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი დიდი პარტნიორი და მოკავშირეა. კერძოდ, მან მადლობა გადაუხადა ყველა მოწოდებული იარაღისთვის, რამაც საშუალება მისცა უკრაინას, გაეძლო რუსი ტერორისტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებში და ასევე, დღეს საშუალებას აძლებს, გაათავისუფლოს უკრაინის მიწები.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ ბრიტანულ მწარმოებლებთან პირდაპირი შეთანხმებებით და მზად ვართ, გავაფორმოთ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - განაცხადა მინისტრმა.
მომავალი წლის ბიუჯეტში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილია 255 მილიარდი გრივნა უკრაინის შეიარაღებული ძალების პუნქტში „იარაღი, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა“.
როგორც უმეროვმა აღნიშნა, უკრაინა გეგმავს არა მხოლოდ ტექნოლოგიების შექმნას და განვითარებას, არამედ მათ მასშტაბირებას.
ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოკავშირეების დახმარების გარეშე უკრაინას მოუწევს რუსეთთან ბრძოლა დამოუკიდებლად, როგორც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში.
ამჟამად ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება ბლოკირებულია ამერიკელი კანონმდებლების მიერ. თეთრი სახლიც და უკრაინის ხელისუფლებაც არაერთხელ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს უკიდურეს საფრთხეს უქმნის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შემდგომ ბრძოლას.


