Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესმა აუკრძალა პრეზიდენტს, ერთპიროვნულად გაიყვანოს ქვეყანა NATO-დან

აშშ-ის კონგრესმა აუკრძალა პრეზიდენტს, ერთპიროვნულად გაიყვანოს ქვეყანა NATO-დან

15/12/2023 16:51:44 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აუკრძალა პრეზიდენტს, ერთპიროვნულად გაიყვანოს ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან. ამისთვის პრეზიდენტს სენატის ან კონგრესის თანხმობა დასჭირდება.

კანონპროექტის ინიციატორები რესპუბლიკელი მარკო რუბიო და დემოკრატი ტიმ კეინი იყვნენ. მოელიან, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კანონს ხელს მომდევნო დღეებში მოაწერს.

"უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომისა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ნატო კვლავ ძლიერი რჩება",- განაცხადა ტიმ კეინმა.

მისი თქმით, მიღებული ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებასა ნატოს მიმართ, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S