Accentnews.ge
კერეცკიში დეპუტატმა სოფლის საბჭოს სხდომაზე ხელყუმბარები ააფეთქა, არიან დაღუპულები [ვიდეო]

კერეცკიში დეპუტატმა სოფლის საბჭოს სხდომაზე ხელყუმბარები ააფეთქა, არიან დაღუპულები [ვიდეო]

15/12/2023 14:10:05 მსოფლიო

უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, ზაკარპატიეს რეგიონში, სოფელ კერეცკიში ადგილობრივმა დეპუტატმა სერგიი ბატინმა სოფლის საბჭოს სხდომაზე 3 ხელყუმბარა ააფეთქა. შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 26 ადამიანი, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.

სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.

მედიის ცნობით, ბატინი აპროტესტებდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სოფლის თავმჯდომარეს ყოველთვიური პრემია ენიშნებოდა. კამათის შემდეგ დეპუტატი ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში 3 ხელყუმბარით დაბრუნდა.

54 წლის ბატინი პოლიციამ დააკავა. გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით მიმდინარეობს. დეპუტატს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S