ღაზას სექტორში "ჰამასის" მძევლების ცხედრები იპოვეს
15/12/2023 13:23:39 მსოფლიო
15 დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში "ჰამასის" სამი მძევლების ცხედრის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.
„ღაზაში ოპერაციის დროს IDF-ის სპეცრაზმმა აღმოაჩინა 28 წლის მძევლის ელია ტოლედანოს ცხედარი და გადმოასვენა ისრაელში“, - იტყობინება არმია ტელეგრამ–არხზე.
"ჩვენი ეროვნული მისიაა დაკარგულების პოვნა და ყველა მძევლის სახლში დაბრუნება. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების ორგანოებთან ერთად, ვიყენებთ ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ საშუალებას მძევლების დასაბრუნებლად", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ტოლედანო, რომელსაც ისრაელისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, "ჰამასის" ბოევიკებმა გაიტაცეს 7 ოქტომბერს კიბუც რეიმში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის შემდეგ. მისმა შეყვარებულმა, 21 წლის მია სემმა, რომელიც ასევე გაიტაცეს ტერორისტებმა, 54 დღე გაატარა ტყვეობაში და 30 ნოემბერს გაათავისუფლეს მძევლად პალესტინელი პატიმრების გადაცემის გზით.
ისრაელის არმიამ ასევე იპოვა ღაზას სექტორში ორი ჯარისკაცის ცხედარი - კაპრალი ნიკ ბაიზერი და სერჟანტი რონ შერმანი, რომლებიც პალესტინელმა რადიკალებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ცხედრები სამშობლოში გადმოასვენეს. IDF-ის პრესსამსახურის ცნობით, ორივე მსხვერპლი 19 წლის იყო და ღაზას სექტორის საკოორდინაციო და სამეკავშირეო ოფისში მსახურობდა, რომელიც, კერძოდ, კოორდინაციას უწევს ისრაელის საზღვარზე საგუშაგოების მუშაობას.


