Accentnews.ge
Bild: პუტინს ომის 2026 წლამდე გაგრძელება და მათ შორის, ხარკოვისა და დნეპერის დაპყრობა სურს

Bild: პუტინს ომის 2026 წლამდე გაგრძელება და მათ შორის, ხარკოვისა და დნეპერის დაპყრობა სურს

15/12/2023 10:41:13 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ომის 2026 წლამდე გაჭიანურებას აპირებს, წერს Bild სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით.

პუტინი, გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებას იმედოვნებს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკების სურვილის იმიტირებას, რეალურად კი კრემლი არ განიხილავს მოლაპარაკებას უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ამუშავებს ახალ საშუალოვადიან საომარ გეგმას.

წყაროების ცნობით, 2024 წლის ბოლოსთვის პუტინი ელის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას და რუსული არმიის მიყვანას ხარკოვის ოლქის მდინარე ოსკოლამდე. შემდეგ, 2026 წლის ბოლომდე, ის აპირებს, შეუტიოს დასავლეთისკენ, დაიპყროს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონების უმეტესი ნაწილი, მათ შორის მათი ცენტრები. ხერსონის ფრონტზე დაგეგმილია თავდაცვითი ღონისძიებების გამართვა დნეპრის გასწვრივ მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონსა და ოდესაზე თავდასხმის გარეშე. „დნეპრის მარცხნივ ყველა აღმოსავლეთი ტერიტორია 36 თვის განმავლობაში უნდა იქნას დაპყრობილი“, - თქვა BILD-ის წყარომ. ”მაშინ მდინარე გახდება ახალი ფრონტი.” მისი თქმით, პუტინი მზადაა, უკრაინაში ყოველწლიურად 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგოს.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ფრონტზე სულ 617 000 რუსი ჯარისკაცია. საომარი მოქმედებების მონაწილეთა თითქმის 40% მობილიზებულია. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგებმა, დაღუპულთა და დაჭრილთა ჩათვლით, 315 000 ადამიანს მიაღწია. ეს არის არმიის პერსონალის 90%, რომელიც კრემლმა შეკრიბა 2022 წლის თებერვალში შეჭრის დასაწყებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S