Accentnews.ge
მედია: ზელენსკი გერმანიას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

მედია: ზელენსკი გერმანიას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

14/12/2023 16:07:01 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია, – იუწყება უკრაინული მედია.

მისი ცნობით, თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა, ფრანკფურტის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა, რის შემდეგაც იგი სამართალდამცველების თანხლებით რაინ-მაინის რეგიონში გაემართა.

ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

იგი გასული კვირიდან საზღვარგარეთ ვიზიტებს ახორციელებს. ზელენსკი ჩავიდა, მათ შორის არგენტინაში, აშშ-სა და ნორვეგიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S