Accentnews.ge
ზელენსკი: არ უღალატოთ უკრაინელ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ

ზელენსკი: არ უღალატოთ უკრაინელ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ

14/12/2023 13:30:25 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 დეკემბერს ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ბლოკში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას.

ზელენსკიმ თქვა, რომ კენჭისყრის უარყოფითი შედეგი უღალატებს უკრაინელთა ევროპულ ოცნებებს და გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

"დღეს ერთ რამეს გთხოვთ - არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ" - უთხრა ზელენსკიმ ლიდერებს ვიდეოჩართვისას.

როგორც ცნობილია, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ერთსულოვნებას უშლის ხელს, უნგრეთია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრემიერ–მინისტრ ორბანის დასარწმუნებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S