პუტინი: მშვიდობა იქნება მაშინ, როცა მიზნებს მივაღწევთ
14/12/2023 12:34:28 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ.
„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა.
14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციასა და მოქალაქეებთან ე.წ. „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა: უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.
რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“. ომის დაწყებამდე პუტინმა დასავლეთიდგან პოსტსაბჭოთა სივრცის რუსული გავლენის სფეროდ აღიარება მოითხოვა.
რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს.


