Accentnews.ge
„რატომ ცდება თქვენი რეალობა ჩვენს სინამდვილეს?“: კრიტიკული კითხვები, რომლებიც პუტინის ეთერში მოხვდა

„რატომ ცდება თქვენი რეალობა ჩვენს სინამდვილეს?“: კრიტიკული კითხვები, რომლებიც პუტინის ეთერში მოხვდა

14/12/2023 11:57:43 მსოფლიო

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსების მიერ "პირდაპირ ეთერში" მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.

როგორც კრიტიკული რუსული გამოცემა "The Insider" იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეტყობინება ცენზურას ექვემდებარება, გარკვეული კრიტიკული და უკმაყოფილების გამომხატველი კითხვები მაინც მოხვდა ეთერში.

კერძოდ, ეკრანზე ჩანდა კითხვები: „როგორ მოვხვდე იმ რუსეთში, რომელზეც პირველ არხზე ყვებიან?“, „ვინ იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი თქვენს შემდეგ?“, „რატომ ძვირდება გაზი?“, „რატომ ცდება თქვენი რეალობა ჩვენს სინამდვილეს?“, „როდემდე ვითმინოთ "გაზპრომის" კორუფციას?“, "როდის მორჩება ომი? როდის იქნება მშვიდობა? როდის დაიწყება მშვიდობიანი მოლაპარაკებები"?.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსებმა მასობრივად გადაიღეს ვიდეო–გზავნილები იმედით, რომ ეთერში მოხვედრილიყვნენ და ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება გაემახვილებინათ პრობლემებზე, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება არ წყვეტს. ძირითადად, რეგიონების მაცხოვრებლები ითხოვდნენ კომუნალური საკითხების მოგვარებას: გათბობა, ტრანსპორტი, შენობების შეკეთება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S