შოლცი, მაკრონი და მიშელი სამუშაო საუზმეზე შეეცდებიან ორბანის დარწმუნებას
14/12/2023 10:18:59 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი სამუშაო საუზმეზე შეხვდებიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელიც სამიტზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვით იმუქრება. წერს Politico.
13 დეკემბრის საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რათა შეთანხმდნენ სამიტამდე "საერთო ხაზზე". ასევე ესაუბრა ვიქტორ ორბანს.
ხუთშაბათს დილით შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი სამუშაო საუზმეს გამართავენ ორბანთან, რათა დაარწმუნონ ის, მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომელთა ბლოკირებითაც იმუქრება. ცნობილია, რომ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგ გამოის, ასევე ბლოკავს გრძელვადიან ფინანსურ დახმარებას.


