Accentnews.ge
ზელენსკიმ ჟურნალისტებს უამბო, თუ რა უთხრა ორბანს

ზელენსკიმ ჟურნალისტებს უამბო, თუ რა უთხრა ორბანს

14/12/2023 10:10:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უამბო, რის შესახებ ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც უკრაინის შესახებ ევროკავშირის ძირითად გადაწყვეტილებებს ბლოკავს. კერძოდ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა სკანდინავიური ქვეყნების ლიდერების სამიტის მონაწილეებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ორბანს სთხოვა, დაესახელებინა თუნდაც ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო კონკრეტულად ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია", - თქვა მან არგენტინაში ორბანთან შეხვედრის შესახებ.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოთაშორისი კონსტრუქციული შეხვედრის ორგანიზება უნდა განვახორციელოთ, რადგან საერთო საზღვრები გვაქვს, მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ.ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე წამოვაყენე, ეხებოდა სწორედ იმას, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ იდეის მიმართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მან ნათლად განუცხადა ორბანს, რომ არ აქვს მიზეზი, დაბლოკოს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში:

"ვთხოვე, დაესახელებინა თუნდაც ერთი მიზეზი. არა სამი, ხუთი, ათი, არამედ მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, თუ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ მას პუტინმა დაადო ვეტო.

ორბანისა და ზელენსკის შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესია. მანამდე უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ღიად ესაუბრა ორბანს, რომელიც უკრაინის კონტექსტში ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის და იმუქრება გადაწყვეტილებების ბლოკირებით, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 14–15 დეკემბრის სამიტზე უნდა მიიღონ.

ისტორიული სამიტის წინ ცნობილი გახდა, რომ ევრკომისიამ უნგრეთს წვდომა აღუდგინა ევროკავშირს ფონდებიდან გამოყოფილ 10 მილიარდზე, რომელიც გაყინული იყო უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S