Accentnews.ge
ისრაელმა ერთ-ერთ ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგზე განაცხადა ღაზაზე შეტევის დაწყების შემდეგ

ისრაელმა ერთ-ერთ ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგზე განაცხადა ღაზაზე შეტევის დაწყების შემდეგ

14/12/2023 07:50:35 მსოფლიო

13 დეკემბერს ისრაელმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგის შესახებ განაცხადა ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაციის დროს.

კერძოდ, ისრაელის ცნობით, დაიღუპა 10 სამხედრო, მათ შორის პოლკოვნიკი და ვიცე–პოლკოვნიკი.

ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ღაზას სექტორის ჩრდილოეთით და სამხრეთით. ისრაელის პრემიერ– მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედროები გააგრძელებენ ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად.

4 დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს ღაზას სექტორში 800-ზე მეტი გვირაბის აღმოჩენის შესახებ, რომელთაგან 500 განადგურდა, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით. ისრაელის სამხედროების თქმით, გვირაბები გადის ღაზას სკოლებისა და სპორტული ცენტრების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ.

"ჰამასი" მრავალი წლის განმავლობაში იყენებს მიწისქვეშა გადასასვლელების ფართო სისტემას სამხედრო მიზნებისთვის, კერძოდ ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევისთვის. ასე იყო ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, აცხადებენ IDF–ში.

ერთი დღით ადრე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ დაიწყო ზღვის წყლის გადატუმბვა ღაზას სექტორში არსებული გვირაბების კომპლექსში. ამერიკული გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ისრაელმა შეერთებული შტატები ნოემბერში გააფრთხილა. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ დატბორვა ხელს შეუწყობს გვირაბების განადგურებას, რომლებშიც ჯიჰადისტები მალავენ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ოპერაციას შეიძლება, რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის შეშფოთების შესახებ, რომ პროცესმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მტკნარი წყლის მიწოდებას ღაზას სექტორში, ასევე გამოიწვიოს ნიადაგის დაბინძურება საშიში ნივთიერებებით.

"ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს ზღვიდან, ჰაერიდან, ხმელეთიდან და მოაწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა–ჟლეტა. 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200–ზე მეტი მძევალი აიყვანეს. საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ოპერაციის დაწყებიდან მოკლულ პალესტინელთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა, უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S