Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის ძალები: მარინკას დაცვა გრძელდება

უკრაინის თავდაცვის ძალები: მარინკას დაცვა გრძელდება

14/12/2023 07:27:27 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ უარყო, რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა აიღო. გენერალმა ტარნავსკიმ გავრცელებულ ცნობებს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ "მარინკას დაცვა გრძელდება".

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები მარინკის მიმართულებით მტრის შეკავებას განაგრძობენ ნოვომიხაილოვკის და კრასნოგოროვკის რაიონებში და გასულ 24 საათში 19 შეტევა მოიგერიეს.

ცნობები, რომლის თანახმად, რუსეთის ჯარებმა მარინკაზე კონტროლი დაამყარეს და იქ რუსეთის დროშა აღმართეს, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და ე.წ. სამხედრო ბლოგერებმა 13 დეკემბერს გაავრცელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მარინკას აღებაზე არაფერი უთქვამს.

ქალაქისთვის ბრძოლა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მარინკა ნანგრევებადაა ქცეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S