ოლექსი დანილოვი: ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა
14/12/2023 05:43:36 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს.
„ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა უამრავი ქვეყანა, რომელიც ამ საზიზღრობასთან - რუსეთის ფედერაციასთან - ბრძოლაში გვეხმარება. გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ მოდის დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით, ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. [...]კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: არის რთული სიტუაციები, მთავარი ის არის, რომ ისინი არ არიან საბედისწერო. დღეს არაფერია საბედისწერო", – აღნიშნა დანილოვმა.


