მერვე დღეა, ნავალნის თანამებრძოლები ვერ პოულობენ
13/12/2023 18:55:46 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმა მოსკოვის დაკავების ცენტრების უმეტესობა შეამოწმეს, მაგრამ პატიმარი ვერ იპოვეს, – განაცხადა 13 დეკემბერს ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა.
„ბაზას“ და "ვერსიას" ცნობები, რომ ალექსი მოსკოვში იმყოფება და მასთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, არ დადასტურებულა. საგამოძიებო მოქმედებები ადვოკატების გარეშე არ ტარდება. ყველა საგამოძიებო მოქმედება ვლადიმირში უკვე ჩატარდა. რვა დღეა არ ვიცით, სად არის ალექსეი ნავალნი“, - განაცხადა ჟდანოვმა.
პოლიტიკურმა სპიკერმა კირა იარმიშმა დასძინა, რომ ხმები იმის შესახებ, თითქოს ნავალნი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, არ დასტურდება.
"ალექსის სამი წელია, არანაირი სამედიცინო დახმარება არ მიუღია. მას ერთ წელზე მეტია, უარს უცხადებენ სტომატოლოგთან ვიზიტზეც კი“, - წერს იარმიში.
11 დეკემბერს ვლადიმირის რაიონის სოფელ მელეხოვოს მე-6 კოლონიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი მათთან რეგისტრირებული აღარ იყო. კოლონიაში არ უთქვამთ, სად გადაიყვანეს პატიმარი. მანამდე პოლიტიკოსთან ადვოკატი აღარ შეუშვეს და არც ნავალნის რთავდნენონ ონლაინ სასამართლოზე.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან იმყოფება პატიმრობაში. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.


