Accentnews.ge
ავდეევკასთვის ბრძოლაში რუსეთის დანაკარგებმა 1 კვ.კმ–ზე 1000 სამხედროს გადააჭარბა

ავდეევკასთვის ბრძოლაში რუსეთის დანაკარგებმა 1 კვ.კმ–ზე 1000 სამხედროს გადააჭარბა

13/12/2023 15:54:50 მსოფლიო

რუსეთის ჯარებმა ავდეევკას ბრძოლებში დაკარგეს დაახლოებით 13 ათასი სამხედრო ორი თვის განმავლობაში. ამ დანაკარგის ფასად მიიტაცეს 11,1 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. ამრიგად, დანაკარგებმა კვადრატულ კილომეტრზე 1 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. ამას მოწმობს აშშ-ის დაზვერვის და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემები.

ამერიკული დაზვერვის შეფასებით, რომელიც მოჰყავს Forbes-ს, რუსეთმა უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა ავდეევკაზე თავდასხმის დროს, ვიდრე უკრაინაში შეჭრის პირველ ორ თვეში. ამავდროულად, რუსული ჯარები დასახლების ჩრდილოეთით და სამხრეთით 1,5-დან 2 კილომეტრზე ოდნავ მეტი წავიდნენ წინ, თქვა ISW-ის მთავარმა ანალიტიკოსმა ჯორჯ ბაროსმა.

ავდეევკას მახლობლად დაღუპული რუსი ჯარისკაცების უმეტესობა საარტილერიო ცეცხლის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ამ მიმართულებით განადგურდა დაახლოებით 220 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა.

მიუხედავად ასეთი დიდი დანაკარგისა და იმისა, რომ განიცდის გაწვრთნილი პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის „მუდმივ დეფიციტს“, რუსეთი აგრძელებს შეტევით მცდელობებს, მათ შორის ავდეევკას, ლიმანისა და კუპიანსკის რაიონებში, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა და ყურადღება გაამახვილა უკრაინის რესურსებით მომარაგების აუცილებლობაზე.

იხილეთ ასევე: CNN – რუსეთმა უკრაინაში ომამდელი სახმელეთო ძალების 87% დაკარგა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S