Accentnews.ge
მედია: ისრაელი ტყვეების გაცვლაზე ახალი მოლაპარაკებებისთვის ემზადება

მედია: ისრაელი ტყვეების გაცვლაზე ახალი მოლაპარაკებებისთვის ემზადება

13/12/2023 15:24:01 მსოფლიო

"ჰამასის" მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი მოლაპარაკები შეიძლება, მალე დაიწყოს,– იუწყება ისრაელის მე-12 არხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

"პირობები მომწიფებულია იმ ჩარჩოსთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნება ახალი შეთანხმების შემუშავების დაწყება," - ამბობს წყარო და დასძენს, რომ ამგვარ შეთანხმებას შეიძლება, "ჰუმანიტარული" ეწოდოს, რომლის ფარგლებშიც ქალები, დაშავებულები, ავადმყოფები და მოხუცები გათავისუფლდნენ. ვარაუდობენ, რომ მძევლებს შორის 15 ქალი და ორი ბავშვია.

როგორც იუწყებიან, მომავალ კვირაში ახალი შეთანხმება არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ისრაელს სურს, გახსნას ფანჯარა შესაძლო შეთანხმებისთვის, "ჰამასზე" მზარდი სამხედრო ზეწოლის ფონზე.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ერთკვირიანი ზავის დროს ტერორისტების ტყვეობიდან 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს, 240 პალესტინელი ქალისა და არასრულწლოვანი პატიმრის სანაცვლოდ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 138 მძევალი ჯერ კიდევ "ჰამასის" ტყვეობაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S