Accentnews.ge
შოლცი: გერმანული Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წელს ამუშავდება

შოლცი: გერმანული Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წელს ამუშავდება

13/12/2023 15:11:54 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა Patriot-ის მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემას წელს მიიღებს.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარება უკიდურესად აუცილებელია, რადგან "რუსეთმა ახლა თავისი ეკონომიკა მთლიანად ომის სამსახურში ჩააყენა. რუსული იარაღის წარმოება მთელი სიმძლავრით მუშაობს".

შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გერმანიის მიერ დაპირებული Patriot-ის მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში წელს ამუშადება.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა და ზამთრის ტანსაცმელი გადაეცემა, ასევე ელექტროენერგიის გენერატორები ენერგოდეფიციტის დასაძლევად.

მანამდე გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში ანა ლურმანმა განაცხადა, რომ მომავალ წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს.

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მომავალ წელს გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას - 4 მილიარდიდან 8 მილიარდ ევრომდე", - განაცხადა ლურმანმა და დასძინა, რომ ბერლინი კიევის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

გერმანია უკრაინის მთავარი მოკავშირეა ევროპაში. კიევისთვის გაწეული დახმარების მოცულობით ის მხოლოდ შეერთებული შტატებს ჩამორჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S