ლავროვი: დასავლეთი სერიოზულად ეკიდება დსთ–ს ქვეყნებთან ჩვენი კავშირების განადგურების ამოცანას
13/12/2023 14:52:10 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს არ სურდა დასავლეთის ქვეყნებთან "ჩხუბი, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ, გაანადგურონ მოსკოვის კავშირები დსთ-ს ქვეყნებთან" და ტრადიციულად არ აღიარებს ქვეყნების სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიონ განვითარების გზა.
ლავროვის თქმით, დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი "ანტირუსული ენერგია კონცენტრირებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში", "დასავლური ინსტიტუტები და არასამთავრობო სტრუქტურები ცდილობენ, შეაღწიონ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებსა და სენსიტიურ სფეროებში, როგორიცაა სამართალდამცავი სტრუქტურები და საზღვრის უსაფრთხოება".
„ჩვენ გვესმის, რომ მათ არ უნდათ დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, ჩვენ ასევე არ გვინდოდა ჩხუბი, მას ომი რომ არ დაეწყო ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ვხედავთ, რამდენად სერიოზულად ეკიდება დასავლეთი ჩვენი კავშირების განადგურების ამოცანას, რომელიც გვაერთიანებდა ათწლეულების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაშიც კი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


