სამხრეთ კორეა ფხენიანს გამანადგურებელი შედეგების შესახებ აფრთხილებს
13/12/2023 14:28:29 მსოფლიო
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი შინ ვონ-სიკი 13 დეკემბრის განცხადებით ფხენიანს აფრთხილებს წინდაუხედავი ქმედების გამანადგურებელი შედეგების შესახებ.
"ფხენიანს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება. [...] თუკი ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ",– წერია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც წინა თვეში ორივე ქვეყანამ 2018 წელს დადებული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანიც მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირება იყო.


