ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო
13/12/2023 13:09:24 მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. დოუმენტს მხარი 468 ევროდეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 99 წინააღმდეგი იყო.
"ვგმობთ ორბანის დესტრუქციულ პოლიტიკას - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიურ გზავნილს იმსახურებენ", - ასეთია ჩანაწერები დოკუმენტის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უყარა.
რეზოლუციის მიღებამდე კი სტრასბურგში დებატები გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში სამიტი, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 14-15 დეკემბერს გაიმართება და გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ მოლაპარაკებებს ეტაპზე. ამ დროისათვის გაფართოების პაკეტს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბლოკავს.
სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროკავშირის ლიდერებს მოწვევის წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი მათ მოუწოდებს, სამიტზე მივიდნენ კომპრომისის სულისკვეთებით.


