Accentnews.ge
ესპანეთის პრემიერს სურს, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკება უკრაინასთან წლის ბოლომდე დაიწყოს

ესპანეთის პრემიერს სურს, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკება უკრაინასთან წლის ბოლომდე დაიწყოს

13/12/2023 11:33:15 მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებას დაიწყებს მანამ, ვიდრე ესპანეთს 31 დეკემბერს ამოეწურება ბლოკის საბჭოს მორიგე, ექვსთვიანი თავმჯდომარეობის ვადა.

"ესპანეთის პრეზიდენტობის ვადა დავიწყე კიევში ვიზიტით და იმედი მაქვს, მას დავასრულებ ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნით იმ ფონზე, როცა უკვე ცნობილია ევროკომისიის ანგარიში", -მიმართა სანჩესმა ევროპის პარლამენტის წევრებს.

გასულ თვეში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ რეკომენდაცია გასცა კიევთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებაზე, მაშინვე, როცა კიევი დარჩენილ პირობებს შეასრულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S