Accentnews.ge
მიშელი: ევროკავშირს სურს, უკრაინის დასახმარებლად ჭურვების წარმოება დააჩქაროს

მიშელი: ევროკავშირს სურს, უკრაინის დასახმარებლად ჭურვების წარმოება დააჩქაროს

13/12/2023 10:15:51 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირს სურს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინის დასახმარებლად.

"ჩვენ გადავწყვიტეთ შემოვიტანოთ ის, რასაც ვუწოდებთ ევროპის მშვიდობის ფონდს, რათა წავახალისოთ უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერა წევრ ქვეყნებთან კოორდინირებულად. არსებობს საერთო პოლიტიკური ნება, რომ გავაუმჯობესოთ ინსტრუმენტი, გავაუმჯობესოთ მექანიზმი, რათა უზრუნველვყოთ ევროკავშირისა და ორმხრივი დახმარების მეშვეობით მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა," - თქვა მიშელმა.

მან აღნიშნა, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ევროკავშირის თავდაცვით შესაძლებლობებში დამატებით ინვესტირება იგეგმება.

ამ კვირაში სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე გეგმავენ, განიხილონ უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი სამხედრო საჭიროებების დასაფინანსებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S