კანადაში ასამართლებენ კაცს, რომელიც ახალგაზრდებს სუიციდში ეხმარებოდა და საწამლავს უგზავნიდა
13/12/2023 10:06:18 მსოფლიო
კანადელ კაცს, რომელიც სავარაუდოდ, ონტარიოში 10 მეტ ახალგაზრდას დაეხმარა სუიციდში მათთვის საწამლავის გაგზავნის გზით. მას 14 ეპიზოდში მეორე ხარისხის მკვლელობა წაუყენეს ბრალად,– იუწყება "როიტერი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
მანამდე 58 წლის კენეტ ლოუს კონსულტაციას ან თვითმკვლელობაში ხელშეწყობას ედავებოდნენ ასევე 14 ეპიზოდში.
პოლიციამ განაცხადა, რომ კაცმა ფოსტით გაუგზავნა ნატრიუმის ნიტრიტის დაახლოებით 160 პაკეტი კანადის მაცხოვრებლებს და ასევე 1200 პაკეტი 40-ზე მეტ ქვეყანაში.
”აშკარად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ამდენი (ბრალდების) წაყენება... საგამოძიებო ჯგუფი ამ საკითხს ზედაპირულად არ უდგება”, - თქვა ინსპექტორმა საიმონ ჯეიმსმა პრესკონფერენციაზე.
მსხვერპლთა ასაკი 16-დან 36 წლამდე იყო, მაგრამ ინსპექტორმა უარი თქვა მათი ვინაობის გამჟღავნებაზე ან დაკავებულისთვის ბრალის დამძიმების გარემოებებზე. მან ასევე თქვა, რომ არ იცის, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საზღვარგარეთ.
”ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან მთელს მსოფლიოში,” - თქვა ჯეიმსმა.
კანადის სამაუწყებლო კორპორაციამ, ოფიციალურ მოხსენებებსა და განცხადებებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ კაცი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა, 117 სიკვდილთან იყოს დაკავშირებული, მათი უმეტესობა ბრიტანეთში მოხდა. ამასთან, ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის, გერმანიისა და შვეიცარიის ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ კაცმა მათ ქვეყნებშიც გაგზავნა პაკეტები.


