Accentnews.ge
აშშ–მა გამოაქვეყნა ახალი სადაზვერვო მონაცემები ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ

აშშ–მა გამოაქვეყნა ახალი სადაზვერვო მონაცემები ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ

13/12/2023 07:07:54 მსოფლიო

რუსი სამხედროები მძიმე დანაკარგებს განიცდიან ომში და მიუხედავად ამის, ისინი აპირებენ, განაგრძონ შეტევითი ოპერაციები - ამაზე მოწმობს აშშ–ის დაზვერვის მონაცემები, რომელიც 12 დეკემბერს გამოაქვეყნა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.

„რუსეთს თავდასხმის მცდელობამ არ მოუტანა სტრატეგიული შედეგი, მაგრამ მოჰყვა სერიოზული საფასური. მას შემდეგ, რაც შეტევა დაიწყო ოქტომბერში, ჩვენ ვარაუდობთ, რომ რუსმა სამხედროებმა დაკარგეს 13000-ზე მეტი ჯარისკაცი ავდეევკა-ნოვოპავლოვკას ხაზის გასწვრივ და 220-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, რაც ექვივალენტურია ექვსი მანევრული ბატალიონის მხოლოდ ტექნიკით“, - თქვა უოტსონმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან განგრძობითი თავდასხმების ფონზე, უკრაინელები „გაბედულად და წარმატებით“ იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ რუსეთი აპირებს, განაგრძოს შეტევა, მიუხედავად დანაკარგებისა.

„ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რათა მათ გააგრძელონ ფრონტის შენარჩუნება და ტერიტორიების დაბრუნება. როგორც ჩანს, რუსეთს სჯერა, რომ ზამთარში ფრონტზე ჩიხი შეაფერხებს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და საბოლოოდ მისცემს რუსეთს უპირატესობას, მიუხედავად მსხვერპლისა და გაწვრთნილი პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მუდმივი დეფიციტისა. პუტინი აშკარად ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება კონგრესში და ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა ამ თვეში იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად “, - დასძინა უოტსონმა.

4 დეკემბერს ბრიტანულმა დაზვერვამ გამოაქვეყნა შეფასებები რუსული არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს. მისი მონაცემებით, რუსულმა ძალებმა დაკარგეს 180-დან 240 ათასამდე პერსონალი. ამასთან, კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა, სავარაუდოდ, დაკარგეს 40 ათასი სამხედრო დაჭრილის სახით და 20 ათასი მოკლულის.

დიდი დანაკარგები, ბრიტანული მხარის აზრით, ძირითადად, ავდეევკაზე რუსეთის შეტევამ გამოიწვია. წინა მაღალი სიკვდილიანობის პერიოდი რუსეთისთვის იყო 2023 წლის მარტი ბახმუტზე რუსეთის შეტევის პიკზე. 2023 წლის ნოემბერში რუსული არმიის დანაკარგებმა, უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, დღეში საშუალოდ 931 ადამიანი შეადგინა. რუსული მხარე არ ავრცელებს მონაცემებს დანაკარგების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S