უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ კიევის მიმართულებით ნასროლი 10–ვე ბალისტიკური რაკეტა გავანაგდურეთ
13/12/2023 06:20:05 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კიევზე დღევანდელი შეტევისას 10 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მისი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ათივე რაკეტა ჩამოაგდო.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა 51 ადამიანი, მათშორს ყველაზე უფროსი 80 წლისაა, უმცროსი - ხუთის.
ადმინისტრაციის თანახმად, კიევის ოთხ რაიონში ნამსხვრევების ჩამოცვენის ათამდე შემთხვევა იყო. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, საავადმყოფოს შენობა, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები. 9-სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის გამო საჭირო გახდა მობინადრეთა ევაკუაცია.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე რიგით მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.


