Accentnews.ge
რას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი

რას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი

13/12/2023 06:10:42 მსოფლიო

აშშ უკრაინას გადასცემს დამატეებით 200 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ იარაღის, რომელსაც დამატებით, თავისი მარაგიდან უკრაინას გადასცემს.

მისი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საშუალებებს საჰაერო თავდაცვის სისტემის, არტილერიისა და მძიმე ტექნიკისთვის. მათ შორისაა: საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები AIM-9M, საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin და AT-4 და სხვა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას პრაქტიკულად, ამოწურული აქვს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხა. შემდგომი დახმარების მიზნით, თეთრი სახლი კონგრესისგან ჯერ–ჯერობით უშედეგოდ ითხოვს 60 მილიარდ დოლარზე მეტს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. მედიის ცნობით, ბაიდენი თანახმაა მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს, თუ ეს პაკეტის დამტკიცებას უზრუნველყოფს.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S