Accentnews.ge
ფინეთი რუსეთის ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო საფრთხეების შესახებ საუბრობს

ფინეთი რუსეთის ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო საფრთხეების შესახებ საუბრობს

12/12/2023 13:18:33 მსოფლიო

რუსეთის მზარდი თანამშრომლობა ჩინეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მის სხვა გლობალურ მოკავშირეებთან, სერიოზულ და გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ევროპის ქვეყნებს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკანენმა განაცხადა, იუწყება Reuters.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები საჯარო არ არის, ის, რასაც ახლა რუსეთის ფედერაცია აკეთებს ჩინეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მის სხვა მოკავშირეებთან ერთად, ასევე გლობალური სამხრეთიდან, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

როგორც ნატოს ახალი წევრი, რომელსაც აქვს 1340 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან, ფინეთი და მისი სადაზვერვო სამსახურები აკვირდებიან მოსკოვის საქმიანობას მთელ მსოფლიოში, – თქვა ჰაკანენმა.

მან რუსეთის ახალ თანამშრომლობას თავის გლობალურ მოკავშირეებთან უწოდა „უსაფრთხოების პოლიტიკაში ამინდის სისტემა, რომელიც, სამწუხაროდ, იწვევს შეშფოთებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S