Accentnews.ge
ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგ უნგრეთის კვალდაკვალ ავსტრიაც გამოდის

ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგ უნგრეთის კვალდაკვალ ავსტრიაც გამოდის

12/12/2023 11:38:53 მსოფლიო

ავსტრიის მთავრობა არაა თანახმა, ამჟამინდელ პირობებში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ევროპარლემნტის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, "არ უნდა იყოს ფავორიტიზმი უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით - ევროკავშირში ბოსნიისა და ჰერცოგოვინის გაწევრიანების საკითხზე უკვე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი ევროკავშირის წევრობას უკვე დიდი ხანია, ითხოვს".

"სოლიდარობის ნიშნად უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების პერსპექტივა უნდა შეეთავაზოს, თუმცა ავსტრიის მთავრობა ამ ორი ქვეყნისთვის დაჩქარებული პროცედურის წინააღმდეგია" - განაცხადა ნეჰამერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S