Accentnews.ge
პენტაგონიდან დოკუმენტების მასშტაბური გაჟონვისთვის 15 სამხედროს განუსაზღვრეს დისციპლინური სასჯელი

პენტაგონიდან დოკუმენტების მასშტაბური გაჟონვისთვის 15 სამხედროს განუსაზღვრეს დისციპლინური სასჯელი

12/12/2023 11:27:12 მსოფლიო

აშშ-ის საჰაერო ძალებმა პენტაგონის, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვასთან დაკავშირებით, 15 სამხედროს განუსაზღვრა დისციპლინური სასჯელი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების შედეგების თანახმად, გაჟონვის ერთადერთ ორგანიზატორად რჩება მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრი ჯეკ ტეიშეირი, რომელსაც ივნისში წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდება. თუმცა ინსპექტირებამ დაადგინა, რომ ტეიშეირის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა არ მიიღეს საჭირო ზომები გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, არ გამოიჩინეს სათანადო სიფხიზლე. ამდენად, იმ სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური, სადაც ჯერ ტეიშეირი მსახურობდა, თანამდებობიდან გადააყენეს და ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს. ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა სადაზვერვო ჯგუფის მეთაურსაც. გარდა ამისა, აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტმა შეცვალა საიდუმლო მონაცემებზე წვდომის წესები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S