Accentnews.ge
IISS: მსოფლიოში ამ რაოდენობის რეგიონული კონფლიქტი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა

IISS: მსოფლიოში ამ რაოდენობის რეგიონული კონფლიქტი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა

12/12/2023 08:28:40 მსოფლიო

პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო ცივი ომის ეპოქაში დააბრუნა არამარტო იდეოლოგიური თვალსაზრისით (დაპირისპირებაში დასავლური დემოკრატიის ქვეყნებსა და იმ იმპერიას შორის, რომელიც თავს მშვიდობისა და პროგრესის განახიერებად ასაღებს). შსეიარაღებული კონფლიქტები ჩნდება მთელს მსოფლიოში და ჰამასის თავდასხმა ისრაელზე, რომელსაც ღაზა სექტორში სამხედრო ოპერაცია მოჰყვა, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა ( IISS ) გასული წლის განმავლობაში (2022 წლის მაისიდან 2023 წლის ივნისამდე) მსოფლიოში 183 რეგიონული კონფლიქტი დააფიქსირა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია და 20%-ით აღემატება წინა წლის რაოდენობასს.

IISS მსოფლიოს თანამედროვე კონფლიქტების განმსაზღვრელ თვისებად მხარეთა სიჯიუტეს და შეთანხმების მიღწევის უუნარობას ასახელებს. ამასთან, მისივე შეფასებით, ამ კონფლიქტებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არასახელმწიფო შეიარაღებული დაჯგუფებები, როგორიცაა, მაგალითად, "ჰამასი" და "ჰეზბოლა", მათ უკან დგანან ქვეყნები, რომელთაც არსებული მსოფლიო წესრიგის მორყევა სურთ, - ისეთები, როგორიცაა რუსეთი და ირანი.

ამასთან, როგორც IISS-ის მოხსენებაშია აღნიშნული, მძვინვარებს სახელმწიფოთაშორისი ტერიტორიული კონფლიქტებიც, რომელთაგან ამ დროისთვის ყველაზე მასშტაბურს უკრაინაში ვადევნებთ თვალს. ამავე კატეგორიაშია აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღში, რამაც არაღიარებული რეგიონიდან სომხეთში 110 ათასზე მეტი მოქალაქის დევნილობა გამოიწვია. ამავდროულად, მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დაძაბულობა ფიქსირდება ალჟირსა და მაროკოს შორის, პაკისტანში კი ტერორისტული დაჯგუფებების აქტივობა იზრდება და შეიმჩნევა ინდოეთთან დაპირისპირების გამწვავება.

როგორც IISS-ის მოხსენებაშია აღნიშნული, კონფლიქტები სულ უფრო დამღუპველი ხდება: მსხვერპლთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14%-ითაა გაზრდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S