რუსულ ბელგოროდზე სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყებიან
12/12/2023 07:41:50 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამტკიცებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინიდან გაშვებული „ტოჩკა-უ“–ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.
„დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით. უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, უკრაინის მოსაზღვრეში, ხშირად ხდება აფეთქებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. როგორც წესი, ამ ცნობებზე კიევი ოფიციალურ კმენტარს არ აკეთებს.


