Accentnews.ge
რუსეთში წლის განმავლობაში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

რუსეთში წლის განმავლობაში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

12/12/2023 06:54:14 მსოფლიო

მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთში 180-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი ავიახაზების თვითმფრინავების გაუმართაობასა და ავარიასთან. ეს ზუსტად სამჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

Newsweek-ის ჟურნალისტების გათვლებით, ვითარება სწრაფი ტემპით უარესდება: თუ მთელი ნოემბრის განმავლობაში რუსული თვითმფრინავების მონაწილეობით 12 ავარია მოხდა, 1 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე უკვე 14 იყო.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს გამოწვეულია თვითმფრინავების მაღალი ხარისხის ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობით, რუსეთის საავიაციო მიმართულებაზე დაწესებული სანქციების გამო - კერძოდ, აკრძალულია ტექნიკური ინსპექტირება და შეკეთება სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ.

შედეგად, რუსული კომპანიები დამოუკიდებლად არემონტებენ თავიანთ თვითმფრინავებს, ხშირად არაკვალიფიციური მუშაკების მონაწილეობით და გარდა ამისა, ისინი ეწევიან ეგრეთ წოდებულ „საავიაციო კანიბალიზმს“, ანუ ზოგიერთი თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს სხვების მომსახურებისთვის იყენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S