შოლცი: მნიშვნელოვანია, პუტინს ვუთხრათ, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედი ნუ ექნება
11/12/2023 19:35:18 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა უკრაინას ძლიერი სიგნალი გაუგზავნონ, რომ მას მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.
მისი ხედვით, ასევე მნიშვნელოვანია გზავნილი კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისადმი:
„მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, თუ ჩვენ მას ვეტყოდით, რომ ამის იმედად ნუ იქნებოდა, რადგან ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“.
გერმანია უკრაინის მთავარი მოკავშირეა ევროპაში. კიევისთვის გაწეული დახმარების მოცულობით ის მხოლოდ შეერთებული შტატებს ჩამორჩება.
გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში ანა ლურმანმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მეთაურების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მომავალ წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს.
"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მომავალ წელს გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას - 4 მილიარდიდან 8 მილიარდ ევრომდე", - განაცხადა ლურმანმა და დასძინა, რომ ბერლინი კიევის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.
ბერლინმა კიევს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი რამდენიმე დღის წინ გადასცა. მასში შედიოდა საბრძოლო მასალა, დრონები და ავტომანქანები: სადაზვერვო დრონი LUNA NG,10 სადაზვერვო დრონი VECTOR,155 მმ კალიბრის 1750 ჭურვი,70 ავტომატური ყუმბარმტყორცნები MGW,6 საპატრულო მანქანა,8 სატვირთო მანქანა Zetros,100 ათასი სამხედრო პირველადი დახმარების ნაკრები.


