Accentnews.ge
ზელენსკიმ აშშ–ში ვიზიტი პენტაგონის ხელმძღვანელთან და გენერალთან შეხვედრით დაიწყო

ზელენსკიმ აშშ–ში ვიზიტი პენტაგონის ხელმძღვანელთან და გენერალთან შეხვედრით დაიწყო

11/12/2023 19:26:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ–ში ვიზიტი სამხედროებთან შეხვედრით დაიწყო. კერძოდ, ის უკვე შეხვდა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს. ამის შესახებ ზელენსკი იუწყება.

„ვიზიტი შეერთებულ შტატებში დაიწყო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და გენერალ ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ შეხვედრაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ფრონტზე მოვლენათა განვიტარება და უკრაინა-ამერიკის შემდგომი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი შეთანხმებების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე მდივან ოსტინისა და გენერალი ბრაუნის პირადი ლიდერობისთვის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

როგორც ცნობილია, 11-12 დეკემბერს აშშ-ში ვიზიტის დროს ზელენსკი შეხვდება არა მხოლოდ ჯო ბაიდენს, არამედ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლებს, სადაც განიხილება უკრაინის დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S