Accentnews.ge
მედია: ბრიუსელში უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების ორბანის ხმის გარეშე მიღებას არ გამორიცხავენ

მედია: ბრიუსელში უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების ორბანის ხმის გარეშე მიღებას არ გამორიცხავენ

11/12/2023 18:40:49 მსოფლიო

ევროკავშირში არ გამორიცხავენ, ​​რომ სამიტზე გადაწყვეტილება უკრაინის დამატებითი დახმარებისა და ბიუჯეტის შუალედური გადასინჯვის შესახებ უნგრეთის გვერდის ავლით იქნას მიღებული, რომელიც ბლოკირების გზას ადკას,– ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის მაღალჩინოსანს, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ევროკავშირს გეგმა "B“ იმ შემთხვევისთვის, თუ ბუდაპეშტი უარს იტყოდა კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე. როგორც ცნობილია, ევროკომისიამ 2024-2027 წლებში უკრაინას 50 მილიარდი ევროს გამოყოფა შესთავაზა.

”როდესაც არის სურვილი, არის შესაძლებლობაც”, - მოკლე კომენტარი გააკეთა თანამოსაუბრემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა ასეთი სურვილი ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას, უნგრეთის გარდა, მან უპასუხა: „ვნახოთ“.

მედიის ცნობით, კვირას მდგომარეობით, ბუდაპეშტს არ შეუცვლია განზრახვა, დაბლოკოს ყველა გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განიხილონ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმაე ვროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტების დრო არაა და რომ პირიქით, გაზრდის და დაჩქარების დროა.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და საექსპერტო კონსულტაციები უკრაინის მიმართ უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ უკრაინას ოპერატიული და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ასევე, პროგნოზირებად გრძელვადიან დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქროთ“, - აღნიშნა ბორელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S