Accentnews.ge
ბრიტანეთის არმიის სარდალი პუტინთან ომისთვის მზადების მოწოდებით გამოდის

ბრიტანეთის არმიის სარდალი პუტინთან ომისთვის მზადების მოწოდებით გამოდის

11/12/2023 18:15:51 მსოფლიო

ბრიტანეთის არმიის სარდალი, გენერალი პეტრიკ სენდერსი "მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ადარებს 1937 წელს, როცა ბრიტანეთი და მისი მოკავშირები მსჯელობდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან ომი, ამის არსურვილმა კი 1 წელიწადში ე.წ მიუნხენის შეთქმულება მოიტანა, ბრიტანულ-ფრანგული დაშოშმინების პოლიტიკა, რომლის შედეგად ჩეხოსლოვაკია გერმანიას მისცეს საჯიჯგნად, დიდი ომის გადავადების შესაძლებლობა შექმნა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით".

"1930-იანი წლების გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ფორმირდება სტრატეგიული კონტექსტი და საფრთხეები ზრდას იწყებს, მე კი ვთვლი, რომ ახლა სწორედ ასეთ ვითარებას ვადევნებთ თვალს, უნდა დავიწყოთ მზადება ომისათვის" - განუცხადა The Wall Street-ს სენდერსმა.

ბუნდესვერის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი არსტენ ბროიერი იზიარებს მოსაზრებას ომისთვის მზადების დაწყების აუცილებლობის შესახებ.

"უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ შესაძლოა, თავდაცვითი ომის წარმოება მოგვიწიოს. მშვიდობის სამეფო, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიეჩვია, აღარ არსებობს. მაგრამ გერმანია თავდაცვითი ომისთვისაც კი არ არის მზად, მისთვის აუცილებელია, რუსეთის მზარდი აგრესიული სამხედრო სიძლიერის ფონზე გადაიარაღდეს" - განუცხადა ბროიერმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S