ბორელი: შევთანხმდით, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის და დაჩქარების დროა
11/12/2023 18:22:36 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტების დრო არაა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმაევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ლიდერები იაზრებენ, რომ ახლა მხარდაჭერის გაზრდის და დაჩქარების დროა და რომ ევროკავშირი უკრაინას საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და საექსპერტო კონსულტაციები უკრაინის მიმართ უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ უკრაინას ოპერატიული და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ასევე, პროგნოზირებად გრძელვადიან დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქროთ“, - აღნიშნა ბორელმა.


