ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
11/12/2023 17:32:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. იუწყება Le Monde.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ვაშინგტონში.
ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხვალ ვაშინგტონში აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენის შეხვდება. თუმცა, Bloomberg წერს, რომ უკრაინის ლიდერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან და სენატორებთანაც გამართავს შეხვედრას.
თეთრი სახლის პრეს–სპიკერის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტების "შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან".
„იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონების გამოყენებით დარტყმებს, ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და ამ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტები, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სსაკითხებს განიხილავენ.


