Euractiv: უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციამ შესაძლოა, საქართველოს საკითხიც ჩააგდოს
11/12/2023 15:31:52 მსოფლიო
თუ უნგრეთი ვეტოს დაადებს გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, საქართველოს განაცხადი ავტომატურად „ჩავარდება“, წერს პორტალი Euractiv ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
Euractiv განმარტავს, რომ უნგრეთის პოზიცია გავლენას მოახდენს საქართველოზე, ისევე როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, რომლის ევროინტეგრაციას ორბანი მუდმივად უჭერს მხარს.
„ორბანის მიერ მარდაჭერილი საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შესაბამისი განცხადებები, რეალიზება მოახდინონ თავიანთი იმედებისა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ჩავარდება, თუ უნგრეთი ვეტოს დაადებს უკრაინას“, - ციტირებს Euractiv დიპლომატებს.
ზოგიერთი ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება ორბანის პოზიციის შეცვლა კომპრომისის გზით - „უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადადებით 2024 წლის მარტამდე საბოლოო პირობებით“. თუმცა, ბევრი დიპლომატია შეშფოთებულია, რომ „ამჯერად უნგრეთის ლიდერის დარწმუნება ვერ მოხერხდება“.
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 14-15 დეკემბერს გაიმართება. დაგეგმილია გადაწყვეტილების მიღება უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ასევე განიხილება უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შემოღების საკითხიც. ამ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებების დაბლოკვის მიზნით.
"ქართულ ოცნებაში" ამგვარ დამოკიდებულებას ევროკავირის შიდა დისკუსია უწოდეს და ირწმუნებიან, რომ ეს არ გამოახდენს გავლენას საქართველოს საკითხზე.


