Accentnews.ge
საფრანგეთი, გერმანია და იტალია ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთი, გერმანია და იტალია ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

11/12/2023 15:02:48 მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, - იუწყება Reuters.

სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს მისწერეს.

„ახალი სანქციების რეჟიმის სწრაფად მიღება „ჰამასის“ წინააღმდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იქნება“, - ნათქვამია წერილში.

საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში დეტალურად არ არის აღწერილი, თუ კონკრეტულად ვის შეეხება დაწესებული სანქციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S