ევროკავშირმა ირანს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა
11/12/2023 14:21:42 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო ირანს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა 6 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია, რომლებიც ირანში უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებასა და წარმოებაში მონაწილეობენ. ეს აპარატები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება.
კერძოდ, სანქცირებულთა სიაშია: Baharestan Kish Company და მისი მმართველი დირექტორი, Saad Sazeh Faraz Sharif და მისი აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, Sarmad Electronic Sepahan Company.
სანქცირებულ ფიზიკურ პირებსა და ფირებს ევროკავშირში აქტივები გაეყინებათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


