Accentnews.ge
ნავალნი აღარ არის კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა, ადვოკატებს მასთან კონტაქტი  არ აქვთ

ნავალნი აღარ არის კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა, ადვოკატებს მასთან კონტაქტი  არ აქვთ

11/12/2023 14:01:14 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი აღარ იმყოფება მელეხოვის გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც ის იხდიდა სასჯელს ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 დღის შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ნავალნისთან კონტაქტის დამყარება.

„ახლახან გამოვიდნენ კოლონიიდან ადვოკატთან და თქვეს, რომ პატიმარი ნავალნი მათ სიაში აღარ არის. უარს ამბობენ თქმაზე, თუ სად გადაიყვანეს იგი“, - თქვა იარმიშმა.

რამდენიმე საათით ადრე იარმიშმა განაცხადა, რომ მეექვსე დღეა ვერ ახერხებდა ნავალნისთან დაკავშირებას. მანამდე ის თავს ცუდად გრძნობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S